Eurostudent | NCER
KA EN

მოგესალმებით,

კვლევაში „ევროსტუდენტი 9“ მონაწილეობისთვის გადადით ქვემოთ მოცემულ ბმულზე. კითხვარის შესავსებად დაახლოებით 30 წუთი დაგჭირდებათ. თქვენ შეგიძლიათ შეწყვიტოთ კითხვარის შევსება და კვლავ განაგრძოთ იმ კითხვიდან, რომელზეც შეჩერდით. ამისთვის, გთხოვთ, შეინახეთ თქვენი ბმული. ერთ სტუდენტს კითხვარის შევსება მხოლოდ ერთხელ შეუძლია.

კვლევის მიზანია ევროპის 30-მდე ქვეყანაში უმაღლესი განათლების სივრცეში სტუდენტების სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლა. კვლევის ფარგლებში გეკითხებით ისეთი თემების შესახებ, როგორებიცაა უმაღლეს განათლებაზე ხელმისაწვდომობა, სასწავლო პროგრამის მახასიათებლები, ბიუჯეტი და დასაქმება, შემოსავალი და ხარჯები, საცხოვრებელი პირობები და საერთაშორისო მობილობა.

კითხვარის შევსების შემდეგ, სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ ჩაერთოთ გათამაშებაში. გათამაშების ფარგლებში კვლევის მონაწილეთაგან შემთხვევითი პრინციპით შერჩეული 15 სტუდენტი ტექნიკის 500 ლარიან ვაუჩერს მიიღებს. გათამაშებაში მონაწილეობისთვის დაგვიტოვეთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია კითხვარის ბოლოს. საბოლოოდ, საკონტაქტო ინფორმაცია შეინახება ცალკე მონაცემთა ბაზაში, თქვენ მიერ შეკითხვებზე გაცემული პასუხებისგან დამოუკიდებლად. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ვერ შევძლებთ თქვენი ვინაობა თქვენს პასუხებს დავუკავშიროთ. საკონტაქტო ინფორმაციას მხოლოდ გათამაშების მიზნებისთვის გამოვიყენებთ.

გმადლობთ, რომ მონაწილეობთ კვლევაში ევროსტუდენტი 9!

კითხვარის შევსება

შეკითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:

კვლევის კოორდინატორი: ნინო წულაია, nino.tsulaia@ncer.gov.ge

საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრი